თურქეთი დესტაბილიზირებული ყირგიზეთიდან თავის მოქალაქეების ევაკუაციისათვის იქ ორ ვერტმფრენს აგზავნის. ეს განცხადება დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავუთოღლუმ გააკეთა.
მისი თქმით, თურქეთის მოქალაქეებს ქალაქებიდან _ ოშიდან და ჯალალაბადიდან გამოიყვანენ. თავის მხრივ, თურქეთის ელჩი ყირგიზეთში აცხადებს, რომ ყირგიზეთში მყოფი თურქეთის მოქალაქეების ევაკუაცია დღეს საღამოს დაიწყება.
შეგახსნებთ, რომ ყირგიზეთში მიმდინარე არეულობების გამო, ბოლო მონაცემებით უკვე გარდაცვლილია 118 ადამიანი, დაჭრილია 1 600 ზე მეტი.