გერმანიის ოთხ აეროპორტში ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი საათში ერთი ევროს ოდენობით ხელფასის მომატებას მოითხოვენ. 6 საათიანი გაფიცვის გამო ბერლინის ტეგელისა და შონეფელდის აეროპორტებში 156 რეისი გაუქმდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პერმამენტული გაფიცვებით იმუქრებიან.