იტალიური გაზეთი La Repubblica 11 ივნისს საპორტესტო ნომრით გამოვიდა. მისი პირველი გვერდი ცარიელი იყო. ამ ფორმით ჟურნალისტებმა გააპროტესტეს ახალი კანონი, რომელიც პოლიციის აუდიოჩანაწერის გამოყენებას ზღუდავს. თანამშრომლებმა აღნიშნული ჩანაწერების სტენოგრამების გამოქვეყნებისთვის გამოცემის მიმართ დაწესებული ჯარიმაც გააპროტესტეს.
გაზეთის პირველ გვერდზე განთვასებულია იარლიყი წარწერით: "ახალი კანონი მოქალაქეებს ინფორმაციის მიღების უფლებას ართმევს". ახალი კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ სხვა იტალიური გამოცემებიც. კერძოდ, ოპოზიციურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ დაწერა, რომ ახალი კანონის მიღება "იტალიური მართლმსაჯულებისთვის შავ დღედ იქცევა".
იტალიის ჟურნალისტთა პროფკავშირები ეროვნული გაფიცვის დაწყებისკენ მოუწოდებენ. სავარაუდოდ გაფიცვა, შესაძლოა, 9 ივლისს დაიწყოს. ჟურნალისტების გარდა, ახალი კანონის წინააღმდეგ ჩინოვნიკებიც გამოვიდნენ. მათი მტკიცებით, ახალი კანონი კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ხელს შეუშლის.
აღნიშნული კანონის მიღება სილვიო ბერლუსკონის მთავრობამ მოითხოვა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღავნელი ამტკიცებს, რომ ასეთი ღონისძიებები აუცილებელია პირადი სიცოცხლის ხელშეუხებლობის დასაცავად.