ბულაგრეთის ხელისუფლება რუსეთთან ერთობლივ პროექტებზე უარს ამბობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარინ რაიკოვმა განაცხადა, რომ ევროპის გაზსადენი "ნაბუკო" ბულგარეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის "სამხრეთ ნაკადი".
მისი თქმით, რუსეთის პროექტი ბევრ კითხვას სვამს. რაიკოვის თქმით, "ნაბუკო" ინოვაციური პროექტია, რომელიც გაზის ტრანსპორტირებაში სახელმწიფო პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს.
"ბულგარეთი თავის ევროპელ პარტნიორებთან იმუშავებს იმისათვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ყველა იმ პროცედურის დასრულება შევძლოთ, რომელიც გაზსადენის მშენებლობის დაწყებისთვისაა აუცილებელი", _ აღნიშნა რაიკოვმა.