უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხეილ ეჟელმა ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის შესახებ განაცხდა. ამის გარდა, მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა ნატოსთან ტრანზიტის შეთანხმება დროებით აამოქმედოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გავლით ავღანეთში ოპერაციების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მსვლელობისას მიიღო.
ეჟელის თქმით, უკრაინა ავღანეთში თავის კონტინგენტს ეტაპობრივად გაზრდის.
მინისტრის განცხადებით, ავღანეთში ლიტვის ჯგუფის შემადგენლობაში ოთხი სპეციალისტი გაიგაზვნება, რომლებიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გასაუვნებლად იმუშევებენ, სამი სამხედრო ექიმი კი პოლონეთის ჯგუფის შემადგენლობაში ჰოსპიტალში სამუშაოდ დაკავდება