ბელგიაში შესაძლოა კონფედერაციული წესით მოწყობა შემოიღონ. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით გამარჯვებული "ნაციონალისტები" გამოდიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტინების დათვლა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ წინასწარი შედეგებით "ნაციონალისტებმა" ამომრჩეველთა ხმების 36% მიიღეს და ექსპერტების ვარაუდით, არსებული სურათი არც ხმების სრულად დათვლის შემდეგ შეიცვლება. ეს კი, ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალისტებს" კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალება ექნებათ.
როგორც ცნობილია, "ნაციონალისტები" ბელგიის კონფედერაციული მოწყობის ინიციატივით გამოდიან, რაც ქვეყანაში ორი ავტონომიური ოლქის შექმნას გულისხმობს.