ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, 14 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით იძებნება. ამის შესახებ ინდურ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
უბედური შემთხვევა მდინარეში მოხდა, სადაც 65 მორწმუნე ჰინდუს საღმრთო რიტუალს ასრულებდა. მდინარეში ბორანი გადაბრუნდა, 20 ადამიანმა ნაპირზე გამოღწევა შეძლო, მაშველებმა 14-ის ცხედარი იოვეს, ხოლო დანარჩენები დაკარგულებად ითვლებიან.
მაშველების განცხადებით, შანსი იმისა, რომ ვინმე დახრჩობას გადურჩა ძალიან მცირეა. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.