ყირგიზეთში მდგომარეობს გართულების გამო ჩინეთი იქ მყოფ თავის მოქალაქეებს ამ რესპუბლიკიდან ევაკუაციისათვის ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედია ავრცელებს.
"მოცემულ მომენტში ათასი ჩინელი, საქმიანი წრეების წარმომადგენელი ოშში იმყოფება და შველას ელოდება", _ იუწყება ჩინური მედია.
ჩინეთის საელჩომ ყირგიზეთში მდგომარეობის გასარკვევად თავისი წარმომადგენლები უკვე გააგზავნა.