მექსიკაში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 6 პოლიტიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ მექსიკურ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, პატარა ვერტმფრენში კინტანას შტატის გუბერნიის აპარატის 6 წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვერტმფრენი იუკატანის შტატში ჯუნგლებში ჩამოვარდა.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.