ჯალალ-აბადის მხარის კომენდანტის კურბატეკ ბაიბოლოვის განცხადებით, ოშში მომხდარი მასობრივი არეულობის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
კომენდანტის ინფორმაციით, დაკავებული ცნობილი პოლიტიკოსია, რომლიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად არეულობის ორგანიზატორი იყო.
ბაიბოლოვის თქმით, ამ დროისთვის დაკავებული უკვე დაკითხულია, თუმცა, მისი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.
ამასთა, ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, ოშში არეულობა იმ პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც რეფერენდუმის ჩაშლა სურთ.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ქალაქ ოშში მომხდარი არეულობის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა.