რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დავალებით გაძლირებულია ყირგიზეთში განთავსებული რუსეთის სამხედო კონტინგენტი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია რუსი სამხედო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების დასაცავად.
"პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის სამინისტრომ ყირგიზეთში გადააფრინა დამატებითი ნაწილები იქ ამაჟამად არსებული კონტინგენტის გასაძლიერებლად, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ობიექტების უსაფრთხოებას", _ განაცხადა ნატალია ტიმაკოვამ.