ვიზალიბერალიზაცია ევროზონის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სტივენ ვულფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ მოწმდება ვინ შემოდის. განსახილველი გახლავთ ტერორიზმის საფრთხე, საზღვრის საკითხები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება საქართველოს იყენებდა, როგორც სატრანსპორტო დერეფანს. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომებს“, - განაცხადა სტივენ ვულფმა.