გერმანიაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. საპროტესტო აქციები ბერლინსა და შტუტგარტში გაიმართა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.
მომიტინგეეები აპროტესტებენ ანგელა მერკელის მთავრობის გადაწყეტილებას - სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სექტორის თანამშრომელთა შემცირება მოხდება.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ გზით ქვეყანა 30 მილიარდ ევროს დაზოგავს.