ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება დაბლოკა. ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მოთხოვნით, ბრუკლინის სასამართლომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საემიგრაციო კანონების გამკაცრების შემდეგ ამერიკის ტერიტორიაზე ვიზით შევიდნენ, ქვეყანაში დროებით დარჩენის უფლება მისცა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიის სასამართლომაც. მას შემდეგ, რაც ტრამპმა მიგრანტთა მიღების შეჩერების შესახებ განკარგულება გასცა, ამერიკის აეროპორტებში 100-დან 200-მდე ადამიანი დააკავეს, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.