ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის გამო მთელს სანაპიროზე ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ინდოეთში 7.5 მაგნიტუდიანი მიწისძვრა გუშინ მოხდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება
ცუნამის საფრთხე ინდოეთს, ტაილანდს, შრი - ლანკასა და მალაიზიას ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, კუნძულ სუმატრაზე მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი გამოიწვია, რომელსაც 250 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.