ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ სამხედროებსა და პოლიციას ოშშსა და ჯალალაბადში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა. ქვეყანაში სამხედრო ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ყირგიზეთის სამხრეთით მომხდარი არეულობისას დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 80-ს მიაღწია.
ამასთან ყირგიზეთის მთავრობამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო დახმარება და ჯარების გამოგზავნა სთოვა.
ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა.
შეგახსენებთ, რომ, ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიწყო. არეულობების მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, ანგრევდნენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს.
დროებითმა მთავრობამ ოშშსა და ჯალალ-აბადში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.