ყირგიზეთის სამხრეთით მომხდარი არეულობისას დაღუპულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოშში დაღუპულია 71 ადამიანი, ხოლო ჯალალ-აბადში - 6.
"ოშშის ოლქში სამედიცინო დაწესებულებას 974-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 557 ჰოსპიტალიზირებულია. ჯალალ-აბადში სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა ითხოვა", - იტყობინება ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ, ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიწყო. არეულობების მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, ანგრევდნენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს.
დროებითმა მთავრობამ ოშშსა და ჯალალ-აბადში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.