ავანტიურისტთა ჯგუფი ვილიამ გარინის (მეთ დეიმონი) მეთაურობით, შავი ოქროს (დენთის) საიდუმლოს მოსაპოვებლად ჩინეთში იმპერატორ რენზონგის მმართველობის ხანაში მიდიან. მათ თავს ესხმიან კიდანელთა (ხატაელთა) ავაზაკები და უთანასწორო ბრძოლაში გარინის რაზმს ანადგურებენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, მთავარი წინააღმდეგობა ჩინეთის ძლევამოსილი არმია და კიდანელთა (ხატაელთა) ავაზაკები კი არა, უცნაური მონსტრია, აგერ უკვე 20 საუკუნეა ჩინეთის დიდ კედელს თავს რომ ესხმის 60 წელში ერთხელ.
ხალხს სწამს, რომ ეს მონსტრი ღვთის რისხვაა, რომელიც ჩინელების გასანადგურებლად ბრუნდება. სასწაულებრივად გადარჩენილი გარინი ჩინეთის კედლამდე მიაღწევს და ტყვედ ჩაბარდება გენერალ შაოს. მონსტრის წინააღმდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებული ჯარებიც კი ერთიანდებიან და დათვის (შავი), ვეფხვის (ყვითელი), არწივის (წითელი), ირემის (მეწამული) და წეროს (ლურჯი) ძლევამოსილი მეომრები მონსტრის პირისპირ დგებიან.
განსაკუთრებული ჯავშანი, „შავი ოქრო“ და იმპერატორის სიყვარულიც კი ვერ აღუდგება წინ მონსტრს და ფუტკრების არმიას, რომლის მოგერიებაც სრულიად წარმოუდგენელია. ტყვეობაში მყოფი გარინი კიდევ ერთ ევროპელს გაიცნობს, ვინც ასევე ჩინეთის კედელზე პატიმრობაში იმყოფება.
ვილემ დეფოს გმირი ბალარდი (რომელიც ასევე დენთის მაძიებელია) ამბობს, რომ მას შეუძლია რკინის აბჯრიანი მონსტრი ფუტკრების მოგერიება, თავისუფლების სანაცვლოდ. გარინი და ბალარდი სხვა პატიმრებთან ერთად ბრძოლაში ერთვებიან და საოცარი მამაცობის წყალობით, გენერალ შაოს პატივისცემას იმსახურებენ. მაგრამ მთავარი მტერი დასამარცხებელია, მონსტრი ცოცხალია, ევროპელ ავანტიურისტებს კი „შავი ოქროს“ საიდუმლოს მოპარვის იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ.
„გმირის“ და „მფრინავი ხანჯლების სახლის“ რეჟისორი იმოუ ჟანი ახალი ტიპის სარეჟისორო მასტერ კლასებს გვთავაზობს. მასშტაბური საბრძოლო სცენების, ფერებისა და სიუჟეტური მრავალფეროვნების მოყვარულებმა „დიდი კედელი“ 27 იანვრიდან აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახონ, რადგან მეთ დეიმონი პატარა გაქანების მსახიობი არაა. ქართულმა მედიამ კი ეს ფილმი უკვე “აუცილებლად სანახავთა” სიაში შეიყვანა.