ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში სიტუაციის სტაბილიზაციის დამყარების მიზნით სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია იქ მყოფ თავის კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად სპეცოპერაცია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ისმის სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი და საარტილერიო იარაღიდან.
ქალაქის ქუჩებში დადიან ავტომობილები სადაც შეიარაღებული ხალხი ზის. მრავალ მათგანს ნიღაბი უკეთია.
ოშის სასაზღვრო სამსახურთან კი შეკრებილია ქალების ჯგუფი, რომლებიც თავიანთი ქმრებისათვის იარაღის დარიგებას მოითხოვენ, იმისათვის რათა მათ ოჯახები დაიცვან.