ყირგიზეთმა დევნილების _ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გადასასვლელად უზბეკეთთან საზღვარი გახსნა. განცხადება ამის შესახებ გარდამავალი პერიოდის ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ გააკეთა.
"ახლახანს ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უზბეკეთის მიმართულებით საზღვრის გახსნის შესახებ. უზბეკური მხრიდან ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ", _ განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიყო. უკვე გარდაცვლილია 51 ადამიანი. არეულობების მონაწილეები წვავენ ავტომობილებს, ანგრევენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებში დათარეშობენ მოროდიორები.
დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის ზოგ რაიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
ოშში დარბევები ამჟამადაც გრძელდება. პრაქტიკულად მთლიანადაა გადამწვარი საცხოვრებელი მიკრორაიონები, კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დევნილთა ნაკადი უზბეკეთის საზღვრისაკენ მიდის.
აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით, ოშში გამორთულია გაზის მიწოდება, რიგ მიკრორაიონებში ასევე არ არის ელექტროენერგია.