ქალაქ ოშში სიტუაცია დამძიმებას კვლავ აგრძელებს. ქალაქის სხვა და სხვა რაიონებში სროლა უკვე საარტილერიო იარაღიდან ისმის.
ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შესახებ. ქალაქის ცენტრს ყირგიზი ახალგაზრდობა აკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ რუსეთის ფედერაცია სამხედრო ძალის შეყვანა უკვე სთხოვა. არეულობების შედეგად დევნილები უზბეკეთის საზღვრისკენ მიემართება. საზღვარი ღიაა.
ბოლო მონაცემებით, არეულობების შედეგად გარდაცვლილია 51 ადამიანი. თუმცა მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.