ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ოშის რაიონში მომხდარი არეულობების გამო საავადმყოფოებში მოხვედრილი დაჭრილების კვება ვერ ხერხდება.
"ოშში დახურულია ყველა ბაზარი და მაღაზია, არ არის საშუალება იყიდო პურიც კი. დაჭრილებს კი სამჯერადი კვება ესაჭიროებათ", _ იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიყო. არეულობების მონაწილეები წვავენ ავტომობილებს, ანგრევენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებში დათარეშობენ მოროდიორები.
დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის ზოგ რაიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
ოშში დარბევები ამჟამადაც გრძელდება. პრაქტიკულად მთლიანადაა გადამწვარი საცხოვრებელი მიკრორაიონები, კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დევნილთა ნაკადი უზბეკეთის საზღვრისაკენ მიდის.
აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით, ოშში გამორთულია გაზის მიწოდება, რიგ მიკრორაიონებში ასევე არ არის ელექტროენერგია.
მასალის გამოყენების პირობები