მიწების "უპრაგონოდ" გაცემას უცხო მოქალაქეებზე, არ მივესალმები, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ნუკრი ქანთარია სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების შესახებ.
“ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მიწებს ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს, უაზრობაა. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი გეოგრაფიულად არცთუ ისე დიდი მიწა-წყალი იქნება სულ დარეგისტრირებული უცხოელებზე, რასაკვირველია, ეს არ არის კარგი. უნდა მოინახოს გარკვეული, შუალედური გამოსავალი. ეს შეიძლება იყოს იჯარაც და შედეგი მივიღოთ. მიწების "უპრაგონოდ" გაცემას უცხო მოქალაქეებზე მე არ მივესალმები ”, - განაცხადა ქანთარიამ.