დღეს, 12 ივნისს, სტამბულში თურქეთის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის კონგრესი გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, კონგრესს წარმომადგენლები სეპარატისტული აფხაზეთიდან დაესწრებიან.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანზორ მუკბა აცხადებს, რომ ფედერაციის მთავარი მიზანია მშობლიური ენის შენახვა და სამშობლოში არსებულ თანამემამულეებთან და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის გამყარება.
მისი თქმით, ეს ფედერაცია იქნება ყველა აფხაზური დიასპორისა და კულტურული ცენტრის წარმომადგენელი.