მორიგი ტერორისტული აქტი სომალის დედაქალაქში. მოგადიშოს ცენტრში მდებარე სასტუმროსთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.  მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.