ჩვენს დასაცავად მოსულ გმირებს, ვერ გადავცემთ ჩვენს საერთო მტერს. ეს ღალატია, - კონსტანტინ პარშინი, - ასეთ კომენტარს აკეთებს უკრაინის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მრჩევლის, კონსტანტინ პარშინის პოზიცია ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის, უკრაინაში დაკავებასა და რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ
“გია ცერცვაძის დაკავება არ არის ერთადერთი შემთხვევა. ასეთი რაღაცები, უკრაინის ხელისუფლებაამ არ უნდა დაუშვას. ამიტომაც, ყველა მსურველი და მეომრები ორგანიზებას ვუწევთ აქციებს, სადაც გამოვთქვამთ ჩვენს აზრსა და მყარ პოზიციას, რომ სამართალდამცველთა ორგანოების მხრიდან ასეთი ქცევა დაუშვებელია. ეს არა მხოლოდ მეომრების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის მყარი პოზიციაა. გმირებს, რომლებიც ჩვენს დასაცავად მოვიდნენ, ჩვენ ვერ გადავცემთ ჩვენს საერთო მტერს. ეს ღალატია. ამიტომ, მე ძალიან მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, ყველა ძალას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე არ გადასცენ რუსეთს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს ”, - ამბობს პარშინი