გივი თარგამაძე ამბობს, რომ იგი ესაუბრა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს და მისგან მიიღო გარანტია, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ სააპელაციო სასამართლოზე ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ.
"მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან, ახლა მივიღე სასიხარულო პასუხი, ჩავთვალე, რომ გია ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ტატიანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვაცნობო ეს პასუხი. პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ლუცენკოს კომუნიკაცია უკრაინაში ქართულ ლეგიონთან შედგა და მათ სიტყვიერად დაუდასტურეს გიას მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომელზეც ჩვენ გვქონდა აქამდე საუბარი და ამაზე დაყრდნობით, ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ სააპელაციო სასამართლოზე გიას გაათავისუფლებენ," - აცხადებს გივი თარგამაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას.