მაღალი სოციალური ფენის ახალგაზრდების 54% ასევე თვლის რომ ქალწულობა გოგონებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, - კვლევის შედეგებს ფრიდრიხ ებერტის ფონდი აქვეყნებს.
ამავე კვლევის შედგების მიხედვით, ასაკთან ერთად იზრდება ახალგაზრდებში მათი წილი, ვინც თვლის რომ ქალწულობა გოგონებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუ 14-18 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 25% თვლის ასე, უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ეს რიცხვი 36%-მდე იზრდება.
კვლევის ქალწულობის საკითხის განხილვისას ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ხედვებს შორის განსხვავებები არ არის, თუმცა ქალების შედარებით დიდი წილი სექსუალური თავშეკავებას ორივე სქესისთვის ღირებულებად მიიჩნევს.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.