ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ხმა უნდა აიმაღლოს. მისი აზრით, ქვეყნის მთავარსარდალმა ქართველი სამხედროს საკითხზე განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთოს, ხოლო სასამართლო რეფორმის საკითხი, რომელსაც დღეს მარგველაშვილმა ვეტო დაადო, გია ცერცვაძის ფონზე „მესამეხარისხოვანია“.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, ჯერ ერთი, ეს ვეტო გადაილახება აუცილებლად და მერე პრეზიდენტს მოვუწოდებდი, ხმა ამოიღოს ჩვენი ჯარისკაცის რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის მოღალატური გადაცემის საკითხზე. ის არის მთავარსარდალი, თუ არ ახსოვს, შევახსენებ ამას. მას ხმა არ ამოუღია ამ თემაზე და მისი ვეტო ამ დროს სასამართლო რეფორმაზე არის მესამეხარისხოვანი, თან ვეტო, რომელიც გადაილახება აუცილებლად,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.