რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 22-24 ივნისს აშშ-ს ეწვევა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტ ობამას მიწვევით ჩადის.
"რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის პროგრამაში შედის ღონისძიებები სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში სადაც შედგება მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე და სხვა შეხვედრები", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური.