ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნენება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ასეთი ფართო ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა პირველად ხდება.
,,როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თითონ პროცესთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსახვავებით იმ წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ ხშირად ვგებულებდით ხოლმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება საქართველოში კონსტიტუცია, რომელიც იქნება ფართო ჩართულობით მიღებული, იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებობს და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, აღარ იქნება ასეთი ხშირი ცვლილებები. რაც, ვფიქრობთ, რომ არ იყო კარგი და დღეს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.