ყირგიზეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიშკეკიდან ოშში, ჯალალ-აბასა და ბატკენსკის მხარეში სამართალდამცავი სტრუქტურების მობილიზება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო " АКИpress " იუწყება.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამმართველოს დანაყოფები, რომლებიც ქალაქ ოშშია გადაყვანილი, გაძლიერებულ რეჟიმზე არიან.
ამ დროისთვის ოშში ყირგიზეთის სამხედრო საბრძოლო დანაყოფების სპეციალური წარმომადგენელი ისმაილ ისაკოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლატ შერი, მისი პირველი მოადგილე ბაკტიბეკ ალმიბეკოვი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი კოლბაი მუსაევ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება ვითარების სტაბილიზაცია ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ ოშში მომხდარი არეულობის შედეგად უკვე 26 ადამიანია დაღუპული.