"მშივრები, უძინარები, ოფიცრებისა და თანამოსამსახურეების მიერ ნაცემები. ისინი, შესაძლოა, პროსტიტუციასაც ეწევიან, რათა თავი ირჩინონ", ასე ახასიათებს ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალი "ფორბესი" რუს ჯარისკაცებს.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა აღიარეს, რომ რუსეთის ოთხმა სამხედრო მოსამსახურე ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა საბანკო ბარათების წურდობაშია ეჭვმიტანილი. როგორც გაირკვა სამი მათგანი მანამდე ქურდობისათვის იყო ნასამართლევი.
გერმანული გამოცემა "ცაითუნგი" აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში რუს წვევამდელებს შორის ყოფილმა სისხლის სამართლის დამნაშავეებმა იმატეს. გაზეთი სვამს კითხვას როგორ აისახება ეს რუსული არმიაზე, რომელიც მხოლოდ "გმირებისა და განმათავისუფლებლებისაგან" შედგება.
რუსეთის მოასხლეობის რაოდენობა განუხრელად მცირდება, წვევამდელი ასაკის ათასობით ახალგაზრდა ან ავადმყოფია, ან ნარკოდამოკიდებულია, თავდაცვის სამინისტრო კი იძულებულია სამხედრო მოსამასხურეთა რიგები იმ ახალგაზრდა მამაკაცებით შეავსოს, რომლებიც ნასამართლევები არიან", _აღნიშნავს გამოცემა.
როგორც გერმანული გამოცემა Dერ შტანდარდ-ი წერს "დედოვშჩინა" ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც ახალგაზრდები არმიაში წასვლაზე უარს აცხადებენ. არმიაში ჯარისკაცების დამცირება მძიმე შემთხვევებითY მთავრდება, ხშირად სიკვდილითაც.
გაეროს ადამიენბის სექსულაური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კომისიის მონაცემებით, რუსეთი ჯარისკაცების პროსტიტუციაში ჩათრევისა და პორნობიზნესის მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გაზეთ "სობესედნიკის" მოანცემებით, რუსი ჯარისკაცები პროსტიტუციას სხვადასხვა მიზეზებით ეწევიან. ნაწილს აიძულებენ, ნაწილი კი ამას თავისი სურვილით აკეთებს.