"ვანო მერაბიშვილზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება, რომელსაც"ნაციონალურ მოძრაობა" მიიღებს. მომდევნო კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაპირებ მასთან შეხვედრას. მართალია ეს არ იქნება კომფორტული, რადგან იქ აუდიო-ვიდეო კამერების თანხლებით უწევს პოლიტპატიმართან ადამიანს შეხვედრა, რასაც დარწმუნებული ვარ მომდევნო დღეს ინტერესით უყურებს ივანიშვილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივანმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა.
"პარტიას აინტერესებს ვანო მერაბიშვილის ხედვა და პოზიცია. ამის შემდეგ, პოლიტიკურ მოძრაობა "ნაციონალურ მოძრაობაში" გვექნება კონსულტაცია. ვანო მერაბიშვილზე არის დამოკიდებული ყველაფერი. მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ მოხარული თუ კი ვანო მერაბიშვილი დარჩება გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - განაცხად ნიკა მელიამ.