ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ოშში მომხდარი არეულობის დროს 26 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ " АКИpress" იუწყება.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 454 დაშავებულია გადაყვანილი, აქედან 246 ადამიანის ჰოსპიტალიზირება მოხდა, 43 მძიმედაა დაჭრილია, ხოლო ამბულატორიული დახმარება 139 ადამიანს აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სახლში გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ქალაქ ოშში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.
დამწვარია ათეულობით ავტომანქანა და განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ყირგიზეთის დროებითმა მთავრობა მომხდარის გამო ქალაქებში ოშში, იზგენში და რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.