ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 35 დაიჭრა ერაყის დედაქალაქსა და მოშორებით მდებარე დასახლებაში მომხდარი აფეთქებების შედეგად.
ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი ბაღდადიდან 115 კმ-ის დაშორებით ჯალიაულას დასახელებულ პუნქტში ბაზარში აშშ-ის პატრულის გვერდით აიფეთქა. დაიღუპა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ერაყელი პოლიციელი.
ბაღდადში მომხდარ აფეთქებას კი ორი მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ერაყში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მარტში საპარლამენტო არჩევნებმა გამოკევთული გამარჯვებული ვერ გამოავლინა.