უკრაიანა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას შეწყვეტს, რათა რუსეთი არ გაანერვიულოს. ამის შესახებ დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კიევის ფილიალის დირექტორმა ვლადიმერ კორნილოვმა განაცხადა.
"დღეს უკრაინისთვის რუსეთთან ჩხუბს აზრი არა აქვს. უკრაინაში მშვენივრად ესმით, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვიდან წელიწადში დამატებითი 100-200 მლნ დოლარის მიღება, რუსეთთან თანამშრომლობით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს ვერ შეედრება. საქართველოსთვის ავტომატებისა და ტანკების მიყიდვა ვერ შეედერბა იმ მილიარდობით დოლარს, რომელსაც უკრაინამ, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შედეგად მიიღოს ", _განმარტა კორნილოვმა.
კორნილოვის თქმით, ყველა იდეოლოგიური მოტივმა, რომლითაც პერზიდენტი იუშჩენკო ხელმძღვანელობდა, როდესაც საქართველოსთვის იარას ყიდიდა, უკან გადაიწია. "ეჭვი არ არის, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი საქართველოს შეიარაღებას არ განაგრძობს", _ განაცხადა კორნილოვმა.
პოლიტოლოგის თქმით, "უკრსპეცექსპორტის" ხელმძღვანელობის შეცვლა ამ საკითხთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ცნობილია, იანუკოვიჩმა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათვისუფლა.