შვილთაშვილის, 13 წლის ზენანი მანდელას დაღუპვის გამო სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს ვერ დაესწრება. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
მანდელას შვილთაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. იგი გუშინ გამართული წინასამუნდიალო კონცერტიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად სხვა არავინ დაღუპულა.
აღსანიშნავია, რომ იმ მანქანის მძღოლი, რომელშიც ზენანი მანდელა იმყოფებოდა, მანქანის მართვის დროს საჭესთან ნასვამი იჯდა, რის გამოც პოლიციამ დააკავა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
როგორც ცნობილია, ნელსონ მანდელას გარდაცვლილის ჩათვლით 9 შვილთაშვილი ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში იღებს სტარტს. საფეხბურთ მუნდიალი აფრიკის კონტინეტზე პირველად ტარდება. აღსანიშნავია, რომ ფიფას გადაწყვეტილებაში, ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულიყო, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ნელსონ მანდელამ არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა.