ხელისუფლება გზით სარგებლობისთვის 150-160-ლარიანი გადასახადის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეგონალური განვითარების საკითხებში ლაშა გოცირიძემ დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე "საავტომობილო გზების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროექტს განხილვისას გააკეთა.
კანონპროექტით, წესდება სატრანზიტო ტვირთების გავლისთვის გადასახადი, რომელიც, მთავრობის განმარტებით, მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას.
კანონპროექტის თანახმად, გადასახადის რაოდენობას ადგენს მთავრობა. კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი გადასახადი კანონის თანახმად პარლამენტის გადაწყვეტილებით დადგინდებოდა. გოცირიძემ კი განმარტა, რომ გადასახადი დადგინდება იმის მიხდევით, თუ რა თანხა იქნება საჭირო საგზაო ინფრასრუქტურის მოვლისათვის ყოველიურად. შესაბამისად, უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, თუ რა რაოდნეობის სატრანზტო სატვირთო ავტომობილი გაივლის და გადასახადი ამის მიხედვით უნდა დადგინდეს.
"ეს ვერ იქნება განსაზღვრული თანხა და შესაძლოა შეიცვალოს ყოველწლიურად, ამიტომ მას ვერც გადასახადს ვუწოდებთ და ვერც მოსაკრებელს, ეს იქნება გზით სარგებლობის საფასური და დაადგენს მთავრობა საჭიროებისამებრ", - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, მთავრობამ შარშანდელი მონაცემების მიხედვით დათვალა და, სავარაუდოდ, ერთი გადასახადი უნდა იყოს 150-160 ლარის ფარგლებში, რომლის გადახდა აუცილებელი იქნება საბაჟოOპუნქტის ყველა გადაკვეთისას. გოცირიძის თქმით, ამ მეთოდით ხელისუფლება ელოდება 26 მილიონი ლარის მობილიზებას, რაც გზების ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის იქნება გამოყენებული და გამორიცხავს, რომ ამ მეთოდით მოხდეს ან ტრანზიტის შემცირება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადამისამართება. გოცირიძე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ნავთობპროდუქტის აქციზის საფასურის გადახედვას.
შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტის აქციზის შედგენისას გზის სარგებლბის გადასახადი სწორედ ამ აქციზში იყო გათვალისწინებული.