ხელისუფლების მიმართ რუსეთის მოქალაქეების ნდობა ნახევარი წლის განმავლობაში 10 პროცენტით შემცირდა. შესაბამისი გამოკითხვა ფონდმა "საზოგადოებრივმა აზრმა" ჩაატარა.
იანვარში პერზიდენტ დიმიტრი მედევდევის მიმართ ნდობას რუსეთის მცხოვრებთა 62 პროცენტი გამოთქვამდა, ივნსიში კი _ 53 პროცენტი. მსგავსი ვითარებაა პრემიერ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით. მისი ნდობის რეიტინგი 69-დან 61 პროცენტამდე შემცირდა.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთში იზრდება მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობას გარკვეულ ნაწილში ენდობიან. ამავე დროს რუსეთში ორჯერ მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ მედვედევი შედარებით დამოუკიდებელი გახდა.
გამოკითხულთა 20 პროცენტის აზრით, მედვედევი ნელ-ნელა პოლიტიკურ კურსს ცვლის და და სრულიად ახალ პოლიტიკას ეწევა.