ჰააგის ტრიბუნალმა სერბეთის არმიის ორ ყოფილ ოფიცერს 1995 წელს სერებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების გენოციდში მონაწილეობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ საბრალდებო დასკვნა კიდევ ხუთი ბოსნიელი სერბის _ არმიის ოფიცრებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიტანა. ყველა მათგანი სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულად ცნო და თავისუფელბის აღკევთა 5-დან 35 წლამდე მიუსაჯა. 7 ათასი მუსულმანის მკვლელობაში შვიდი ბრალდებულის სასამართლო გაეროს ტრიბუნალის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი პროცესი აღმოჩნდა. საქმის მოსმენა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა და სასამართლოს წინაშეE400 მოწმე წარდგა.
სერებრენიცაში მუსულმანთა მასობრივი მკველობები გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. საერთაშორისო სასამართლომ 1995 წლის მოვლენები ბოსნიელი მუსულმანების გენოციდად აღიარა. 2010 წლის მარტში სერბეთის პარლამენტმა მიიღო ოფიციალური რეზოლუცია, სადაც სერებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები დაგმო.
გენოციდში ბრალდებები წაუყენეს გენერალ მლადიჩსა და სერბეთის პრეზიდენტს რადოვან კარაჯიჩს. მლადიჩზე ამ დრომდე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. კარადიჩი კი 2008 წელს დააპატიმრეს და მისი სასამართლო პროცესი 2009 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.