ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას ირანში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის მატება მოხდა. მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ ირანის ისლამურ რესპუბლიკის მიმართ შეთავაზებულ სანქციებს ირანში გაისმა მოწოდებები "სიკვდილი რუსეთს!".
დასავლური მედია წერს, რომ რესპუბლიკის პოლიტიკოსებმა რუსეთი და მასთან ერთად ჩინეთი ქვეყნის მტრების საკმაოდ გრძელ სიაში შეიტანეს.
ჯერ კიდევ მაისის ბოლოს თეირანი სთხოვდა რუსეთს მხარე დაეჭირა მისი პოზიციისა და სამმხრივი შეთანხმებისათვის, რომლის მიღწევაც ირანს, თურქეთსა და ბრაზილიას შორის მოხერხდა. ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს მხარდაჭერამ რესპუბლიკაში გაოგნება გამოიწვია და ყველა დააფიქრა იმაზე _ არის თუ არა რუსეთის ფედერაცია მეგობრული სახელმწიფო.
რუსეთში ახმადინეჯადის ეს განცხადება ემოციურად ჩათვალეს და იქვე აღნიშნეს, რომ რუსეთს პოლიტიკა არც პროამერიკულია და არც პროირანული.