დღევანდელ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური ქმედებებით უკრაინა ეროვნული თვითიდენტურობის დაკარგვამდე მიჰყავს, რომლის შედეგიც ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. ამის შესახებ უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა.
"ჩვენი ეროვნული თვითიდენტურობა ჩვენი ენა, კულტურა, რწმენა, ჩვენი ტრადიციებია. ეს ყევლაფერია, რაც უკრაინელი ხალხის ცხოვრების ფასეულობებს წარმოადგენს. ეს ახლა დისკრედიტირებულია და ჩვენს ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ მისი მინიმიზაცია, დამცირება ხდება", _ განაცხად იულია ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, იანუკოვიჩის ჰუმანიტარული პოლიტიკა სახელმწიფოს ჰუმანიტარულ კატასტროფას წარმოადგენს.
ექს-პრემიერმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ თუ ხელისუფლების პოლიტიკა ხალხს სხვა ერბეთან შედარებით, რომლებიც თავიანთ ფასეულობებს უფრთხილდება, მსოფლიოს თვალში მნიშვნელოვნად დაასუსტებს.