ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს უშიშრობის საბჭოს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციებით კმაყოფილია.
"მრავალი წლის მანძილზე იარანი საერთაშორისო საზოგადოებას იგნორირებას უწევდა. ჩვენს მოწოდებებს ბირთვული პროგრამის გამჭირვალობის შესახებ უპასუხოდ ტოვებდა, ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია სწორი და საჭირო გადაწყვეტილება, რომელმაც თეირანს საერთაშორისო ვალდებულების შესრულება უნდა აიძულოს", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგი იყო ირანისთვის სანქციების დაწესების პოზიცია შეიცვალა.
რუსული მხარის განცხადებით, ირანმა სანქციები საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურ თეირანს სანქციები დაუწესდა, კერძოდ კი მას ფინანსური ოპერაციების შესრულება ეზღუდება, ასევე იარაღით ვაჭრობაზე მებარგო დადეს.