არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობისათვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სათათბიროს რიგი დეპუტატები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ "კავკაზსკი უზელს" ე.წ. ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითმა განუცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხდა დუმის დეპუტატები კონსტანტინე ზატულინი, იგორ ჩერნიშენკო, კირილ ჩერკასოვი, ტატიანა ვოლოჟინსკაია და მაქსიმ მიშჩენკო, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, არგენტინის, ირანისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
ძიცოითის განცხადებით, აზერბაიჯანის რეაქციის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას სტუმრების სია არ გადასცა. "აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადავკვეთეთ ", _ განაცხდა ოს სეპარატისტთა წარმომადგენელმა.
მთიან ყარაბაღში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 23 მაისს გაიმართა. არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორიო დამკვირვებლები, მთიან ყარაბღში ჩავიდოდნენ, აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებოდნენ.