ავღანეთის ქალაქ ხანდართან ახლოს მდებარე სოფელში აფეთქება მოხდა. ბომბი ქორწილის ცერემონიალის მიმდინარეობის დროს გააქტიურდა, შედეგად დაიღუპა 39 და დაშავდა 83 ადამიანი. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში ამერიკელებმა საკამათო, მილიციის პროგრამა დანერგეს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მომზადებას, რათა მათ თვითონ შეძლონ საკუთარი თავისა და ოჯახების დაცვა.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ აფეთქდა ბომბი. არსებობს ვერსია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ერთ-ერთი აფეთქებას გადარჩენილი ადგილობრივის განცხადებით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ თავიდან საჰაერო დაბომბვა ეგონა.
ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.