სანკტ-პეტერბურგში დაარიგეს ბროშურა სადაც ქვეყნის "ორსახოვანი" პრეზიდენტისათვის ლოცვაა დაწერილი. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ბროშურები რუსეთის ისტორიის წიგნებს შორის აღმოჩნდა. ამასთან ერთად ტექსტის ავტორები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს მეთაური ორსახოვანია _ "დიმიტრი და ვლადიმერი". ბავშვებს კი ერთბაშად ორივესათვის ლოცვა შესთავაზეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი 150-მა პატარა პეტერბურგელმა ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს მიიღეს. ბროშურა რომელშიც ქვეყნის ორსახოვანი პრეზიდენტისათვის ლოცვაა ჩამოწერილი ბავშვთა ტავრიული ასსამბლეის წევრებსა და მონაწილეებს ჩამოურიგეს.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ მცირე ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში "არ არის პიროვნების კულტი და ეს აღარ განმეორდება".