დღეს საქალაქო სასამართლო გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" დამფუძნებელს, "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ლიდერის მალხაზ გულაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე იმსჯელებს.
სასამართლო პროცესს გულაშვილი არ დაესწრება, რადგან იგი ამჟამად მოსკოვში იმყოფება. ასევე სასამართლოზე პროტესტის ნიშნად არც მისი თბილისში დარჩენილი ოჯახის წევრები გეგმავენ.
ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს ოკუპირებული ტერიტორიებზე საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს. საქართველოს კანონმდებლობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გულაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ გულაშვილი შვილთან ერთად ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. როგორც "სახალხო მართმადიდებლური მოძრობის" ლიდერი აცხადებს, მის შვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც იძულებული გახდა "უსაფრთხო ადგილზე" გადაეყვანა.