დღეს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი იხსნება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის.
ნატოს გენერალური მდივანი მინისტერიალზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს, ასევე იგეგმება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სიტყვით გამოსვლაც.
ხვალ, 11 ივნისს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
ასევე მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნატოს გენერალურ მდივანთან და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები.
ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (ISAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.