ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარის წინააღმდეგ, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
განათლების და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ დროისთვის ზურაბ თაბაგარი თანამდებობიდან განთავისუფლებულია, ასევე უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე ოთხ პედაგოგს შეუწყდა, რომლებიც სკოლის დირექტორს მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.
"ამ სამწუხარო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე ჩვენი გენერალური ინსპექციაა ჩართული და აქტიურად მუშაობს პროკურატურასთან",- განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდა, რომლის მტკიცებით თაბაგარმა სექსუალური კავშირის დამყრება ერთ-ერთ მოსწავლესთან სცადა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ზურაბ თაბაგარს თავისუფლების აღკვეთა 5-10 წლამდე ემუქრება.